შმიდტი: "მიუნხენში შანსები არ გვაქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

შმიდტი: "მიუნხენში შანსები არ გვაქვს"


შმიდტი:

"ვოლფსბურგის" მთავარმა მწვრთნელმა, მარტინ შმიდტმა, ბუნდესლიგის მომდევნო თამაშზე ისაუბრა, რომელსაც მისი გუნდი სტუმრად "ბაიერნის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"მიუნხენში შანსები არ გვაქვს, მაგრამ მაინც რაღაცის მოპოვებაზე ვფიქრობთ.

ბიჭები მინდორზე ენერგიულად და თავდაჯერებულად უნდა გავიდნენ და აგრეთვე, მოთმინება გამოავლინონ. ეს კლუბის ამბიციებისთვის მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა 50 წლის შვეიცარიელმა სპეციალისტმა.

შმიდტმა გერმანული კლუბი ამ კვირის დასაწყისში ჩაიბარა და სადებიუტო შეხვედრა ბრემენის "ვერდერთან" ფრედ (1:1) დაასრულა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები