ბაიერი 1 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბაიერი 1 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა


ბაიერი 1 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

"აუგსბურგის" ცენტრალური ნახევარმცველი, დანიელ ბაიერი, "ლაიფციგთან" თამაშში უხამსი ჟესტის გამო დაისაჯა.

ბუნდესლიგის მე-5 ტურში, "აუგსბურგისა" და "ლაიფციგის" შეხვედრაში (1:1), მასპინძელთა კაპიტანმა სტუმრების მთავარ მწვრთნელს, რალფ ჰაზენჰიუტლს, მასტურბაციის ჟესტით მიმართა და შეურაცხყოფა მიაყენა.

გერმანული ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ეს ეპიზოდი განიხილა და ბაიერს 1 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. გარდა ამისა, 33 წლის გერმანელი საყრდენი ჯარიმის სახით 20 000 ევროს გადაიხდის.

ეს უსიამოვნო ეპიზოდი შეხვედრის 74-ე წუთზე მოხდა და თამაშის შემდეგ ბაიერს "ლაიფციგის" თავკაცმა ხელიც არ ჩამოართვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
აუგსბურგი დანიელ ბაიერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები