ხამესი: "ეს მხოლოდ დასაწყისია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ხამესი: "ეს მხოლოდ დასაწყისია"


ხამესი:

მიუნხენური კლუბის კოლუმბიელმა ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა, "შალკესთან" სადებიუტო თამაში შეაფასა, რომელიც მისთვის ბუნდესლიგაში სადებიუტო გამოდგა.

"როდესაც პირველი გოლი გაგაქვს, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი რჩები. მინდა, რომ გუნდს გატანილი ბურთებითა და საგოლე პასებით ყოველთვის დავეხმარო.

თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ვიცი, რომ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი და ეს მხოლოდ დასაწყისია. იდეალურ ფორმას ნელ-ნელა, თამაშიდან თამაშამდე ავკრეფ", - განაცხადა როდრიგესმა.

ხამეს როდრიგესი "ბაიერნმა" ამ ზაფხულს მადრიდის "რეალიდან" 2 წლიანი იჯარის წესით დაიმატა. 26 წლის კოლუმბიელმა გუშინ პენალტი მოიპოვა, გოლი გაიტანა და ასისტიც გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი ხამეს როდრიგესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები