ბუფონმა ნოიერს მალე გამოჯანმრთელება უსურვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბუფონმა ნოიერს მალე გამოჯანმრთელება უსურვა


ბუფონმა ნოიერს მალე გამოჯანმრთელება უსურვა

ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა, ლეგენდარულმა ჯანლუიჯი ბუფონმა, მანუელ ნოიერს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

"წარმატებები მანუელ ნოიერ! იმედი მაქვს, რომ მოედანზე რაც შეიძლება სწრაფად გიხილავ", - მიმართა მანუს 39 წლის ჯიჯი ბუფონმა.

მიუნხენის "ბაიერნის" ახალმა კაპიტანმა მარცხენა ფეხის ტერფი მეორედ მოიტეხა და გუშინ განმეორებითი ოპერაცია გაიკეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა.

ახლა კი 31 წლის გერმანელი რეაბილიტაციის ეტაპს დაიწყებს, რომელიც რამდენიმე თვეს გასტანს და მანუელი გუნდს მომდევნო წლის იანვარში დაუბრუნდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები