მხოლოდ მეორე მარცხი ბერნაბეუზე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მხოლოდ მეორე მარცხი ბერნაბეუზე


მხოლოდ მეორე მარცხი ბერნაბეუზე

ლა ლიგის მე-5 ტურის მატჩში "რეალმა" "ბეტისი" მიიღო და მოულოდნელად დამარცხდა.

გაცნობებთ, რომ ლა ლიგაში, 2017 წელს ეს "სამეფო კლუბისთვის", "ბერნანებუზე" მხოლოდ მეორე მარცხი იყო.

2017 წელს, პირველი გუნდი, რომელმაც ამ სტადიონზე ლა ლიგაში იმარჯვა "ბარსელონა" იყო. კატალონიურმა გუნდმა "ლოს ბლანკოსი" 3:2 დაამარცხა.

ასევე, ყველა ტურნირზე ერთად, 2017 წელს "რეალისთვის" "ბერნაბეუზე" მესამე მარცხი იყო. გასულ სეზონში, შინ "სამეფო კლუბი" "სელტასთან" თასზე დამარცხდა (1:2).

რაც შეეხება სტუმრად მარცხებსაც, 2017 წელს "რეალს" საერთო ჯამში 6 მარცხი აქვს. ზემოთხსენებულ 3 შეხვედრას "ატლეტიკოსთან" ლიგაზე მარცხი ემატება, ვალენსიასთან" ლა ლიგაში და "სევილიასთანაც" ლა ლიგაში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები