ფორლანი: "ნეიმარი ამას მესის ვერ გაუბედავდა, ალვეში ნეიმარის ბო*ია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ფორლანი: "ნეიმარი ამას მესის ვერ გაუბედავდა, ალვეში ნეიმარის ბო*ია"


ფორლანი:

ედინსონ კავანის ყოფილი გუნდელი დიეგო ფორლანი ნეიმართან მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.

ბრაზილიელ ფეხბურთელს პენალტის შესრულება სურდა და კავანის ბურთის მიცემა მოსთხოვა, რაზეც ფორვარდისგან უარი მიიღო.

ფორლანი ფიქრობს, რომ 25 წლის შემტევს მსგავსი რამ არ უნდა გაეკეთებინა, რადგან უპატივცემულობაა.

"კავანი მეტ პატივისცემას იმსახურებს. მას უკვე წლებია გააქვს გოლები და ასრულებს თერთმეტმეტრიანებს. ის უფრო მეტად უნდა იყოს დაფასებული.

ნეიმარი ამას მესის ვერ გაუბედავდა.

ბრაზილიელს არ სურდა, რომ პენალტი კავანის შეესრულებინა და ის პატარა ბიჭივით იქცეოდა, რომელსაც გუნდელის გაბრაზება სურდა.

შემდეგ, დანიელ ალვეშმა ბურთი კავანის არ მისცა და ნეიმარს მისცა. ბრაზილიელი მცველი ისე მოიქცა, თითქოს ნეიმარის პატარა ბო*ი იყო", - განაცხადა ფორლანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები