ზიდანი: "ბურთს უბრალოდ არ უნდოდა კარში შესვლა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზიდანი: "ბურთს უბრალოდ არ უნდოდა კარში შესვლა"


ზიდანი:

შეხვედრის შემდეგ ზინედინ ზიდანმა პირველი კომენტარი გააკეთა.

ლა ლიგის მე-5 ტურის მატჩში "რეალმა" "ბეტისი" მიიღო და მოულოდნელად 0:1 დამარცხდა.

"რა თქმა უნდა, ეს მარცხი ცუდი იყო, თუმცა ბურთს უბრალოდ არ უნდოდა მეტოქის კარში შესვლა", - დაიწყო ზიდანმა. გაცნობებთ, რომ "რეალმა" მეტოქის კარისკენ 21-ჯერ დაარტყა (9-ჯერ რონალდუმ).

"ვერ ვიტყვი, რომ იდეალური მატჩი იყო, თუმცა არც ცუდი შეხვედრა არ ყოფილა, თამაშის ხარისხიდან გამომდინარე.

არა ერთი შანსი გვქონდა, თუმცა ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა. მიმდინარე სეზონში ეს პირველად არ ხდება, მითუმეტეს აქ "ბერნაბეუზე".

მიყვარს ეს სიტყვა - სიმშვიდე. ჩვენ ვაპირებთ ახლა, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ.

სამწუხაროდ, წარსულს ვერ შევცვლით. ახლა საუკეთესო ვარიანტი ის არის, რომ მომავალ შეხვედრებში, "ბერნაბეუზე" გავიმარჯვოთ.

რონალდუ? მოხარული ვარ, რომ ის დაგვიბრუნდა. კრიშტიანუსთან არანაირი საყვედური არ მაქვს", - ასე უპასუხა ზიდანმა, როდესაც რონალდუს თამაშის ხარისხზე ჰკითხეს, დღევანდელ მატჩში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები