არსენ ვენგერი: "დარენ ფერგიუსონის სამუშაომ აღფრთოვანებაში მომიყვანა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

არსენ ვენგერი: "დარენ ფერგიუსონის სამუშაომ აღფრთოვანებაში მომიყვანა"


არსენ ვენგერი:

ლონდონის "არსენალის" ფრანგი მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი "დონკასტერის" თამაშით აღფრთოვანებული დარჩა.

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ინგლისის ლიგის თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში "არსენალმა" "დონკასტერის" დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ 1:0 მოახერხა.

"დარენ ფერგიუსონის სამუშაომ აღფრთოვანებაში მომიყვანა. მისი გუნდი ძალიან კარგად თამაშობდა. "დონკასტერი" ბოლო წამამდე არ ნებდებოდა და ბოლომდე თამაშობდა. უნდა გამოვტყდე, რომ მეტოქის თამაშით აღფრთოვანებულიც კი ვარ", - განაცხადა არსენ ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ "დონკასტერის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონის შვილი - დარენ ფერგიუსონია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები