სანე: "მოტივაცია? ყველას სურს, რომ მწვრთნელს კარგი თამაში აჩვენოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სანე: "მოტივაცია? ყველას სურს, რომ მწვრთნელს კარგი თამაში აჩვენოს"


სანე:

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი, ლეროი სანე, რომელიც "ვესტ ბრომვიჩთან" ლიგის თასზე გამართულ შეხვედრაში დუბლის ავტორი გახდა, საინტერესო განცხადებას აკეთებს.

"ნებისმიერი მოთამაშე მოედანზე კარგი თამაშის საჩვენებლად გადის. გუნდში ძალიან მაღალი კონკურენციაა და ამავე დროს, ძირითად შემადგენლობაში თამაში ყველას სურს.

მე ვთვლი, რომ მოტივაია იმაზე უფრო დიდია, ვიდრე უნდა იყოს: ნებისმიერი მოთამაშე ცდილობს, რომ მწრთნელს კარგი თამაში აჩვენოს.

შეხვედრის პირველ ნახევარში გაცილებით მტეი გოლის გატანა შეგვეძლო, თუმცა ეს ასე არ მოხდა. მეორე ტაიმში ბურთზე კონტროლი დავკარგეთ და გაგვიმართლა, რომ მატჩის ბოლოს "ვესტ ბრომვიჩმა" ანგარიში არ გაათანაბრა", - დაასრულა ლეროი სანემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ინგლისის ლიგის თასის ეგიდით "მანჩესტერ სიტიმ" ლეროი სანეს მიერ გატანილი ორი გოლის წყალობით (2:1) იმარჯვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები