მოურინიო: "ინგლისური ფეხბურთი ლიგის თასის გარეშე შესაძლოა უკეთესი გახდეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მოურინიო: "ინგლისური ფეხბურთი ლიგის თასის გარეშე შესაძლოა უკეთესი გახდეს"


მოურინიო:

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ ინგლისური ფეხბურთი შესაძლოა გაცილებით უკეთესი გახდეს იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ ლიგურ კლუბებს ლიგის თასის თამაში აღარ მოუწევთ.

"თავისუფლად შეიძლება, რომ ინგლისური ფეხბურთი გაცილებით უკეთესი გახდეს ლიგის თასის გარეშე.

შესაძლოა ასეთ შემთხვევაში ნაკელბი გუნდი გვყავდეს ევროტურნირებზე, თუმცა ისინი გაცილებით უფრო შედეგიანები იქნებიან.

"მანჩესტერ იუნაიტედი" არის გუნდი, რომლისთვისაც თითოეულ ტურნირს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მინდა, რომ მოთამაშეებმა ეს აზრი კარგად გაითავისონ და მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავიდნენ ხოლმე.

თუ ჩვენ მოედანზე გავალთ და მოვიგებთ, ეს ჩვენი საქმე იქნება, ხოლო თუ წავაგებთ, ესე იგი მეტოქე ჩვენზე ძლიერი ყოფილა", - განაცხადა მოურინიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები