გვარდიოლა: "გუნდოგანს მუხლზე აქვს პრობლემები, თუმცა არც ისე სერიოზული" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გვარდიოლა: "გუნდოგანს მუხლზე აქვს პრობლემები, თუმცა არც ისე სერიოზული"


გვარდიოლა:

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა "ვესტ ბრომვიჩთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (2:1) თავისი გუნდის გერმანელი ნახევარმცველის, ილკეი გუნდოგანის ტრავმაზე საუბრობს.

ადრე 26 წლის გერმანელმა მოთამაშემ 8 თვე გამოტოვა უმძიმესი ტრავმის გამო, ხოლო აგვისტოს შუა რიცხვებში კი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდა მოედანზე.

"გუნდოგანს მუხლზე მცირე პრობლემები აქვს, თუმცა ეს სერიოზული არ არის. ეს მცირე ტრავმაა და მას 8 თვის გამოტოვება არ მოუწევს. ვიმედოვნებ, რომ გუნდოგანი თავის ჩვეულ ფორმაში მალე ჩადგება.

იაკობმა გუნდოგანს უკნიდან მიაყენა დარტყმა, ეს ფოლი ძალიან უხეში გამოდგა. ბურთთან საერთოდ არ იყო შეხება. დავინახე, თუ როგორ შეეშინდა გუნდოგანს ისევ ტრავმის. წარმოიდგინეთ, მან უკვე 8 თვე გამოტოვა და ისევ ტრავმა მიიღო", - განაცხადა გვარდიოლამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები