სიმეონე: "ვიმედოვნებ, რომ ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგის ფინალს საკუთარ მოედანზე გამართავს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სიმეონე: "ვიმედოვნებ, რომ ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგის ფინალს საკუთარ მოედანზე გამართავს"


სიმეონე:

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე იმედოვნებს, რომ თავისი გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას შეძლებს.

როგორც მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე ხნის წინ გაირკვა, რომ 2019 წელს უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი "ატლეტიკოს" ახალ მოედანზე - "ვანდა მეტროპოლიტანოზე: ჩატარდება.

"ჩვენთვის ბილბაოსთან შეხვედრაში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირველ 20 წუთში გაიტანმა, გრიზმანმა და ფელიპე ლუიზმა ძალიან კარგი შანსები გაუშვეს ხელიდან. შემდეგ კი ობლაკმა ბრწყინვალე სეივი განახორციელა (პენალტი აიღო) და ჩვენც თამაშში დავრჩით.

2019 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი "ატლეტიკოს" საშინაო არენაზე ჩატარდება. ვიმედოვნებ, რომ ამ წელს ჩვენი გუნდი ფინალში გავა და საკუთარ მოედანზე ითამაშებს", - განაცხადა დიეგო სიმეონემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები