ალეგრი: "მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ალეგრი: "მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ"


ალეგრი:

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, "ფიორენტინასთან" გუშინდელი მატჩი შეაფასა.

"მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რადგან კარი მშრალად შევინახეთ. პირველ ტაიმში ცოტათი გაგვიჭირდა, რადგან ნელა ვმოქმედებდით და რისკზე არ მივდიოდით.

შედეგი გადამწყვეტი იყო და შემტევი მოთამაშეები კომპლიმენტს იმსახურებენ. გონსალო იგუაინმა მანჯუკიჩის გოლის ეპიზოდში კარგად იმუშავა, თავად კი გატანას მალე დაიწყებს.

ეს "იუვენტუსი" გასულ წელთან შედარებით არც სუსტი და არც ძლიერია, უბრალოდ განსხვავებულია. თუმცა შედარება სხვებისთვის დაგვითმია. ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ და ვეცდებით, რომ ფორმის პიკში მარტისთვის გავიდეთ", - აღნიშნა ალეგრიმ.

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მე-5 ტურში "ბებერმა ქალბატონმა" ფიორენტინა" შინ 1:0 დაამარცხა და 15 ქულით სერია ა-ს "ნაპოლისთან" ერთად ლიდერობს.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი მასიმილიანო ალეგრი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები