სარი: "მერტენსი მსოფლიო კლასის მოთამაშეა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სარი: "მერტენსი მსოფლიო კლასის მოთამაშეა"


სარი:

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, "ლაციოსთან" გუშინდელი თამაშის შემდეგ დრის მერტენსი შეაქო.

"მერტენსმა მსოფლიო კლასის გოლი გაიტანა, რომელიც სრული სიგიჟე იყო და არანორმალური ემოციები მოიტანა.

ის პროგრესირებას აგრძელებს და ახლა უდავოდ მსოფლიო დონის მოთამაშეა. მინდა, რომ მერტენსი ნამდვილი ცხოველი გახდეს, რომელიც გოლს გოლზე გაიტანს.

გამიმართლა, რომ მერტენსში ბრწყინვალე ცენტრალური თავდამსხმელი აღმოვაჩინე, ვინაიდან ეს არკადიუშ მილიკის ტრავმის შედეგად მიღებული იძულებითი გადაწყვეტილება იყო.

ველოდი, რომ უფრო მეტ სირთულეს წავაწყდებოდით, რადგან "ლაციო" ძლიერი გუნდია, რომელიც კარგ ფორმაში იმყოფებოდა. იმაზე უკეთ ვითამაშე, ვიდრე ველოდი და მატჩი 10 წუთში შემოვატრიალეთ", - განაცხადა სარიმ.

ნეაპოლურმა კლუბმა სერია ა-ს მეხუთე ტურში რომაული კლუბი გასვლაზე 4:1 გაანადგურა და ბელგიელმა შემტევმა "ლაციოს" კარში მესამე გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები