მონტელა: "მილანმა სეზონი პოზიტიურად დაიწყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მონტელა: "მილანმა სეზონი პოზიტიურად დაიწყო"


მონტელა:

"მილანის" მთავარი მწვრთნელი, ვინჩენცო მონტელა, "როსონერის" სტარტით ახალ სეზონში ძალიან კმაყოფილია.

"3-5-2 ტაქტიკით ვითამაშეთ, რადგან ეს უფრო მეტ გარანტიას იძლეოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსამატებელი გვაქვს, გუნდის თამაშით კმაყოფილი დავრჩი. ბოლოსკენ ცოტათი გავბრაზდი, ვინაიდან თამაშს ბოლომდე ვერ ვაკონტროლებდით.

სამწუხაროდ, ვარჯიშებზე სამუშაოდ დრო არ გვრჩება. დაცვის ხაზი, "ლაციოსთან" მატჩის გამოკლებით, ყოველ შეხვედრაში საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა.

ანდრე სილვამ კარგად იასპარეზა. ყოველი მატჩის წინ ვასახელებ ორ მოთამაშეს, რომლებმაც შესაძლოა პენალტი შეასრულონ. თავის შანსს სილვაც მიიღებს.

ეს სეზონი პოციტიურად დავიწყეთ, რაც ამდენი ახალი მოთამაშის ფონზე მარტივი არ არის. თუმცა "მილანი" უფრო გაძლიერდება", - განაცხადა მონტელამ.

სერია ა-ს წინა ტურში მილანურმა გრანდმა შინ ახალწვეული "სპალი" მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა. "როსონერიმ" 12 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი ვინჩენცო მონტელა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები