აბატე კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

აბატე კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა


აბატე კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა

"მილანის" განაპირა მცველმა, იგნაციო აბატემ, აღიარა, რომ კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა, მაგრამ ახლა თავს კარგად გრძნობს.

"ამ მომენტის გახსენება მიმძიმს. არ დაგიმალავთ, რომ იყო პერიოდი, როდესაც ფეხბურთიდან წასვლაზე ვფიქრობდი და მეგონა, რომ აღარასოდეს დავბრუნდებოდი. თუმცა ახლა ყველაფერი კარგად მიდის, თვალი სრულიად მომირჩა.

კლუბის სამედიცინო შტაბს, ახალსაც და ძველსაც, დიდი მადლობა უნდა გადავუხადო. ახლა კი მიხარია, რომ "სან-სიროზე" ძირითად შემადგენლობაში გამოვდივარ. საკმაოდ დაძაბული და აღელვებული ვიყავი", - განაცხადა 30 წლის იტალიელმა.

იგნაციო აბატე მილანური გრანდის აღზრდილია და "როსონერის" პირველ გუნდში 2009 წლიდან ირიცხება. მის ანგარიშზე 209 მატჩია.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი იგნაციო აბატე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები