კულიბალი: "სკუდეტო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კულიბალი: "სკუდეტო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგა"


კულიბალი:

"ნაპოლის" ცენტრალურმა მცველმა, კალიდუ კულიბალიმ, აღნიშნა, რომ ნეაპოლური კლუბის პრიორიტეტი იტალიის ჩემპიონატია.

"ჩვენ ყველანი გავიზარდეთ. ეს მხოლოდ სეზონის სტარტია, მაგრამ რამდენიმე რთული მატჩი უკვე გვქონდა და თითოეული მათგანი მოვიგეთ. ასე უნდა გავაგრძელოთ. ყოველი მატჩის მოგება უნდა ვცადოთ, თუნდაც რთული შეხვედრების.

ტურინის "იუვენტუსი"? ისინი თავისი გზით მიდიან, ჩვენ კი - ჩვენი გზით. შაბათს, "სპალის" წინააღმდეგ, გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ.

სკუდეტო თუ ჩემპიონთა ლიგა? მე სკუდეტოს ავირჩევდი, ვინაიდან ქალაქისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება", - აღნიშნა კულიბალიმ.

5 ტურის შემდეგ "ნაპოლის" სერია ა-ში 15 ქულა აქვს და ბურთების უკეთესი სხვაობის გამო პირველ ადგილზე იმყოფება. ჩემპიონთა ლიგა კი ნეაპოლელებმა "შახტართან" გასვლითი მარცხით (0:2) დაიწყეს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი კალიდუ კულიბალი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები