რაფინია: "ზაფხულში წასვლა შემეძლო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რაფინია: "ზაფხულში წასვლა შემეძლო"


რაფინია:

მიუნხენის "ბაიერნის" ბრაზილიელმა განაპირა მცველმა, რაფინიამ, აღნიშნა, რომ ამ ზაფხულს წინადადებები ჰქონდა, მაგრამ გერმანულ გრანდში დარჩენა არჩია.

"ამ სეზონის დაწყებამდე ინგლისიდან და ესპანეთიდან მქონდა შემოთავაზებები. "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა ამის შესახებ იცის, მაგრამ ჩემი იმედი შეუძლიათ ქონდეთ.

"ბაიერნმა" უკვე ჩემს გულში დაიმკვიდრა ადგილი და ყოველ თამაშში ბოლომდე ვიხარჯები. ვფიქრობ, კლუბში იციან, რომ ძალიან მინდა თამაში და თავს არ ვზოგავ. თუმცა ჩემს მომავალზეც უნდა ვიფიქრო", - აღნიშნა გამოცდილმა ბრაზილიელმა.

31 წლის სამხრეთ ამერიკელის მოქმედი კონტრაქტი გაისად იწურება და "ბაიერნი" მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას ჯერ არ ჩქარობს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი რაფინია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები