ალეგრი: "პიანიჩმა ბოლო წუთებზე დაახლოებით 50 მეტრიდან დაარტყა, რამაც გამაღიზიანა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ალეგრი: "პიანიჩმა ბოლო წუთებზე დაახლოებით 50 მეტრიდან დაარტყა, რამაც გამაღიზიანა"


ალეგრი:

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ თავისი გუნდის ნახევარმცველზე, მირალემ პიანიჩზე ისაუბრა.

როგორც მოგეხსენებათ, იტალიელმა სპეციალისტმა "ფიორენტინასთან" გამართული მატჩის შემდეგ, ბოსნიელი ნახევარმცველი გააკრიტიკა.

"პიანიჩმა ბოლო წუთებზე 50 მეტრიდან დაარტყა მეტოქის კარში. მსგავსი რაღაცები ძალიან მაღიზიანებს, რადგან მგონია, რომ მოთამაშეს რომელსაც კარიერაში 500 მატჩი აქვს ჩატარებული, შეხვედრის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა ბურთის გორაობით უნდა შეეძლოს", - განაცხადა მასიმილიანო ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ ტურინის "იუვენტუსმა" "ფიორენტინასთან" გამართულ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები