ბენზემა: "ჩემთვის თავდამსხმელის პოზიცია მხოლოდ გოლების გატანასთან არ ასოცირდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბენზემა: "ჩემთვის თავდამსხმელის პოზიცია მხოლოდ გოლების გატანასთან არ ასოცირდება"


ბენზემა:

მადრიდის "რეალის" ფრანგი თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა თავის ამპლუაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისთვის თავდამსხმელის პოზიცია მხოლოდ და მხოლოდ გოლების გატანასთან დაკავშირებული არ არის.

"ჩემთვის თავდამსხმელის პოზიცია გოლების გატანასთან არ ასოცირდება. თავდამსხმელმა თანაგუნდელებს უნდა გაუთავისუფლოს ზონები, მიიღოს კომბინაციურ თამაშში მონაწილეობა და ითამაშოს გუნდურად.

მესმის მათი, ვინც ცოტა გოლების გამო მაკრიტიკებს. თუმცა ჩემთვის 1 მოთამაშეზე მეტად მნიშვნელოვანი ყოველთვის მთლიანი გუნდი იყო", - განაცხადა კარიმ ბენზემამ.

როგორც მოგეხსენებათ, ბენზემას ამ დროისთვის დაზიანება აწუხებს და თავის გუნდს გარკვეული დროის განმავლობაში ვერ ეხმარება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები