იუვენტუსი ფაბინიოს ყიდვას გეგმავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსი ფაბინიოს ყიდვას გეგმავს


იუვენტუსი ფაბინიოს ყიდვას გეგმავს

"მონაკოს" ჩამშლელი ნახევარმცველი, ფაბინიო, რომელსაც ასევე მარჯვენა ფულბეკის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, "იუვენტუსის" ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

ტურინელებს 23 წლის ბრაზილიელის ყიდვა გასულ ზაფხულსაც უნდოდა, ახლა კი სამხრეთამერიკელის ხელში ჩაგდებას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგაც ეცდება.

თუმცა, აღნიშნულ ტრანსფერს ხელი შესაძლოა მაღალმა ფასმა შეუშალოს — "მონაკო" ფაბინიოს სანაცვლოდ 60-65 მლნ ევროს ითხოვს.

აგვისტოში ფეხბურთელი "პსჟ"-ში გადასვლასთან იყო ახლოს. გარდა ამისა, მისი შეძენით "ატლეტიკო" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდებოდნენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები