რა გააკეთა დანი ალვეშმა ნეიმარისა და კავანის შესარიგებლად? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რა გააკეთა დანი ალვეშმა ნეიმარისა და კავანის შესარიგებლად?


რა გააკეთა დანი ალვეშმა ნეიმარისა და კავანის შესარიგებლად?

"პსჟ"-ს მცველმა, დანი ალვეშმა გუნდის ყველა ფეხბურთელი ვახშამზე მიიწვია, რათა ნეიმარსა და ედინსონ კავანის შორის არსებული კონფლიქტი ჩაეხშო.

როგორც ესპანურ პრესაში იწერება, ამ ყველაფერმა ხუთშაბათს, პარიზის ერთ-ერთ რესტორანში ჩაიარა.

როგორც მოგახსენეთ, ვახშამს გუნდის ყველა ფეხბურთელი დაესწრო.

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ლიონთან" (2:0) გამართულ მატჩში კავანის ჯარიმის დარტყმა უნდოდა, თუმცა დანი ალვეშმა მას ბურთი წაართვა და ნეიმარს მისცა.

მოგვიანებით, "ბარსელონას" ყოფილ თავდამსხმელს სურდა ურუგვაელისთვის თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლების "წართმევა".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები