რაკიტიჩი: "მესისთან ერთად თამაში არც ისე ადვილია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რაკიტიჩი: "მესისთან ერთად თამაში არც ისე ადვილია"


რაკიტიჩი:

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა თავდამსხმელ ლიონელ მესის ასპარეზობაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

"მისგან ბევრი ვისწავლე. ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. შეიძლება, მთელი ისტორიის. თუმცა, განსხვავებულია. მასთან ერთად თამაში არც ისე ადვილია".

"დიდ ზეწოლას განვიცდით, როცა მასთან ვთამაშობთ? თითოეულ ფეხბურთელს აქვს თავისი ადგილი მინდორზე. არ შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რასაც მოვისურვებთ".

"მესიმ იმ დონემდე, რომელსაც მიაღწია, ნაბიჯ-ნაბიჯ მიბიდა. ახლა გვესმის, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ, რათა ხშირად გაიტანოს", - თქვა რაკიტიჩმა BBC-სთან საუბრისას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები