ხედირა ვარჯიშებს დაუბრუნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ხედირა ვარჯიშებს დაუბრუნდა


ხედირა ვარჯიშებს დაუბრუნდა

ტურინის "იუვენტუსის" საყრდენი ნახევარმცველი, სემი ხედირა, გარკვეული პაუზის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა.

აგვისტოს ბოლოს, გერმანიის ეროვნული ნაკრების ბანაკში ყოფნისას, ხედირამ მუხლის დაზიანება მიიღო და მას შემდეგ დაახლოებით 1 თვე გამოტოვა.

"ბებერი ქალბატონის" ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ 30 წლის გერმანელი უკვე მომჯობინდა და დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

არ არის გამორიცხული, რომ სემი ხედირამ ხვალინდელ ტურინულ დერბიში მონაწილეობა მიიღოს.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი სემი ხედირა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები