ბათუმის დინამომ კოლხეთს სტუმრად მოუგო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბათუმის დინამომ კოლხეთს სტუმრად მოუგო


ბათუმის დინამომ კოლხეთს სტუმრად მოუგო

დასაწყისი საინტერესო იყო _ ორივე გუნდი ცდილობდა 3 ქულისთვის თამაშს და მომენტებიც გაცვალეს: ჯერ გრიგალაშვილმა დაარტყა შორიდან და სეფიაშვილმა აუღო, შემდეგ დერებჩინსკი სუსტად დაარტა ბროვკოს ჩაწოდებულ ბურთს.

ამის შემდეგ კი მომენტები მხოლოდ ფოტელთა კართან იქმნებოდა. 28-ე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა _ ბათუმელთა მრავალფაზიანი შეტევა მარცვალაძემ გოლით დაასრულა _ 0:1.

გატანილმა გოლმა ბათუმელები უფრო გააქტიურა და მალევე თევდორაძის ჩაწოდების შემდეგ კვასოვმა უპირატესობა გაზარდა _ 0:2.

კოლხეთი კიდევ ერთ გოლს გადაურჩა, როდესაც გრიგალაშვილი აქტიურობდა. მეორე ტაიმშიც გადაურჩნენ კოლხები გოლს, როდესაც ჩოგაძის დარტყმის შემდეგ ხარიხას მოხვდა ბურთი. მალევე სეფიაშვილმა 10 წამში სამი სეივი განახორციელა და ბათუმელებს მესამე გოლი არ გაატანია. შემდეგ კვასოვმაც ვერ გამოიყენა შანსი.

მოკლედ, მოიგო იმ გუნდმა, რომელსაც ეს უფრო მეტად სურდა...

კოლხეთი-დინამო (ბთ) 0:2
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
0:1 მარცვალაძე (28), 0:2 კვასოვი (32)

კოლხეთი: სეფიაშვილი, გ.კილასონია, კერძევაძე, ბროვკო (ჟიშკარიანი 82), დერებჩინსკი, ოტიენო (ბახია 77), ჯანელიძე, მაჩარია, ბოლქვაძე (შალიკაშვილი 89), ვ.კილასონია, ბუხაიძე

დინამო: ტიმოფეევი, ფარტენაძე, შონია, თევდორაძე (ქავთარაძე 66), სუხიაშვილი, კვირკველია, ე.გრიგალაშვილი, ტვილდიანი, არზიანი, კვასოვი (ფლამარიონი 77), მარცვალაძე (ჩოგაძე 58)

გაძევება: გ.კილასონია (90)

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები