ობამეიანგი: "ჩემი ტრანსფერი პსჟ-ში ჩაიშალა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ობამეიანგი: "ჩემი ტრანსფერი პსჟ-ში ჩაიშალა"


ობამეიანგი:

დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, განაცხადა, რომ ამ ზაფხულს პარიზულ კლუბში გადასვლა შეეძლო.

"ივნისის დასაწყისში "პსჟ-ს" გენერალურ დირექტორს, ალ-ხელაიფის, შევხვდი. ეს ჯერ კიდევ ანტერო ენრიკეს მოსვლამდე მოხდა, ხოლო ამის შემდეგ პარიზულმა კლუბმა გადაწყვიტა, რომ აღარ ვჭირდებოდი", - აღნიშნა გაბონელმა ფორვარდმა.

ობამეიანგი გასული სატრასნფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის დატოვებასთან ძალიან ახლოს იყო და როგორც ჩანს "პსჟ-სთანაც" აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

ანტერო ენრიკე პარიზელთა სპორტული დირექტორია, რომელმაც პოსტი ამ ზაფხულს დაიკავა. "პსჟ-მ" აგვისტოში ორი მეგა-ტრანსფერი განახორციელა - ფრანგებმა ნეიმარი და კილიან მბაპე გადაიბირეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები