პიანიჩი: "ბელოტი 100 მილიონი არ ღირს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პიანიჩი: "ბელოტი 100 მილიონი არ ღირს"


პიანიჩი:

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, ტურინული დერბის წინ "ტორინოს" ცენტრფორვარდზე, ანდრეა ბელოტიზე, ისაუბრა.

"ამ ეტაპზე ამ ორ გუნდს შორის სხვაობა არც ისე დიდია, ამიტომ დიდი ანგარიშით მოგებას არ ველი. თუმცა საკუთარი მოედნის უპირატესობა გვექნება და გამარჯვების იმედი მაქვს.

თუ ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, "ტორინოს" ანდრეა ბელოტიც ვერ გადაარჩენს. ის კარგი, მაგრამ გადაფასებული თავდამსხმელია. მესმის, რომ ახლა სატრანსფერო ბაზარი სრული საგიჟეთია, მაგრამ რეალურად ბელოტი 100 მილიონი ევრო არ ღირს.

ასეთი კოლოსალური თანხის გადახდა მხოლოდ მესისა და რონალდუს სანაცვლოდ შეიძლება", - აღნიშნა ბოსნიელმა ცენტრმა.

"ბებერი ქალბატონი" "ტორინოს" საკუთარ მოედანზე ხვალ, იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში, მიიღებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები