ნეიმარი მონპელიესთან მატჩს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნეიმარი მონპელიესთან მატჩს გამოტოვებს


ნეიმარი მონპელიესთან მატჩს გამოტოვებს

"პარი სენ ჟერმენის" ბრაზილიელი შემტევი, ნეიმარი, საკუთარ გუნდს საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის მე-7 ტურის შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

ესპანური გამოცემა "AS" იტყობინება, რომ 25 წლის სამხრეთ ამერიკელი "მონპელიესთან" დღევანდელ მატჩს მსუბუქი დაზიანების გამო გამოტოვებს, რომელიც ნეიმარმა გუნდის ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მიიღო.

ფრანგული კლუბი მომდევნო კვირას, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, შინ მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება და სავარაუდოდ, უნაი ემერი ნეიმარს სწორედ ამ მნიშვნელოვანი თამაშისთვის ინახავს.

ნეიმარი "პსჟ-ს" ამ ზაფხულს კატალონიის "ბარსელონადან" სარეკორდო 222 მილიონ ევროდ შეუერთდა და ლიგა 1-ში ჩატარებულ 5 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ ნეიმარი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები