რავანელი: "იგუაინი იუვესთვის ზედმეტი ტვირთია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რავანელი: "იგუაინი იუვესთვის ზედმეტი ტვირთია"


რავანელი:

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ფაბრიციო რავანელიმ, გონსალო იგუაინი გააკრიტიკა.

"ის ნამდვილად დაბნეულია და ახლა მხოლოდ გონსალო იგუაინის აჩრდილია. ალეგრი მას ხშირად ათამაშებს, მაგრამ ეს არ ეხმარება. გონსალოს პრობლემა ახლა უფრო მენტალურია, ვიდრე ფიზიკური.

ვფიქრობ, ეროვნულ ნაკრებს მიღმა დარჩენამ მას გული ატკინა, ამიტომაც მცირე დასვენება, სიტუაციის გაანალიზება სჭირდება. მან რამდენიმე კვირიანი შესვენება უნდა აიღოს და შემდეგ დაბრუნდეს.

ის ახლა ცუდ მდგომარეობაშია, სასოწარკვეთილია და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ცდილობს, გუნდს სათანადოდ მაინც ვერ ეხმარება. მას ბევრი არაფერი გამოსდის.

სამწუხაროდ, ის სათამაშო კონდინციებში ნამდვილად არ არის და ახლა "იუვენტუსისთვის" იგუაინი მხოლოდ ზედმეტი ტვირთია", - აღნიშნა რავანელიმ.

29 წლის არგენტინელმა ფორვარდმა ახალ სეზონში სულ 7 მატჩი ჩაატარა და ჯერ მხოლოდ ორი ბურთის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები