ვერდერის ყოფილი მენეჯერი: "დემბელე ამორალურად მოიქცა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვერდერის ყოფილი მენეჯერი: "დემბელე ამორალურად მოიქცა"


ვერდერის ყოფილი მენეჯერი:

ბრემენის "ვერდერის" ყოფილი სპორტული დირექტორი, ტომას აიჰინი, მიიჩნევს, რომ კატალონიის "ბარსელონას" ახალწვეული უსმან დემბელე დორტმუნდის "ბორუსიასთან" მიმართებაში ამორალურად მოიქცა.

"ფეხბურთელს ნამდვილად არ ვურჩევდი, რომ ისეთ ნაბიჯზე წასულიყო, რომელიც მორალისა და ეთიკის ნორმებს შეეწინააღმდეგებოდა.

საამისოდ, როგორც ფეხბურთელს, ისე მენეჯერს, საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს დაგროვებული. არასოდეს მივცემდი მოთამაშეს იმის უფლებას, რაც დემბელემ გააკეთა", - განაცხადა აიჰინმა.

20 წლის ფრანგმა ტალანტმა "ბორუსიას" ვარჯიშებზე სიარული თვითნებურად შეწყვიტა და გერმანიაც რამდენიმე დღეში დატოვა. საბოლოოდ კი დემბელე "ბარსამ" 105 მილიონ ევროდ გაიფორმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები