ბენევენტოს კაპიტანმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბენევენტოს კაპიტანმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო


ბენევენტოს კაპიტანმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის ახალწვეული "ბენევენტოს" კაპიტანი, ფაბიო ლუჩიონი, შესაძლოა ფეხბურთიდან წლობით მოიკვეთოს.

"ტორინოსთან" 10 სექტემბერს გამართული მატჩის შემდეგ ლუჩიონიმ ნარკოლოგიური შემოწმება ჩააგდო და ეს ძალიან ძვირად დაუჯდება.

როგორც გაირკვა, ფაბიოს ორგანიზმში ანაბოლური სტეროიდი კლოსტებოლი აღმოაჩინეს და "ბენევენტოს" გუნდისთავს 1-დან 4 წლამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.

29 წლის იტალიელი მცველი "ბენევენტოს" 2014 წელს შეუერთდა და კლუბს სერია ა-ში აღზევებაში დაეხმარა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბენევენტო ფაბიო ლუჩიონი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები