ძოლა: "პიანიჩი ჯარიმების საუკეთესო შემსრულებელია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ძოლა: "პიანიჩი ჯარიმების საუკეთესო შემსრულებელია"


ძოლა:

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი შემტევი ნახევარმცველი, ჯანფრანკო ძოლა, მიიჩნევს, რომ დღესდღეობით ჯარიმების საუკეთესო შემსრულებელი მირალემ პიანიჩია.

"ტურინული გუნდების რიგებში იმდენი მაღალი კლასის სტანდარტების შემსრულებელია, რომ არ არის გამორიცხული, მატჩის ბედი სწორედ ჯარიმებმა გადაწყვიტონ.

დიბალას საკმაოდ მიზანმიმართული დარტყმა აქვს და იგი ჩემს თანაგუნდელ დანიელ ფონსეკას მაგონებს. მას უბრალოდ ფანტასტიკური მარცხენა ფეხი აქვს.

თუმცა ჩემი აზრით ამ მომენტისათვის მსოფლიოში ჯარიმების ყველაზე დიდი ოსტატი პიანიჩია. ის არის მოთამაშე, რომელშიც საკუთარ თავსაც ხშირად ვხედავ. პიანიჩის ყველაზე სახიფათო ჯარიმა საჯარიმოდან 10 მეტრის მოშორებითაა", - განაცხადა ძოლამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები