როისი: "ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

როისი: "ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები"


როისი:

დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი ნახევარმცველი, მარკო როისი, საფეხბურთო მოედანზე დაბრუნებას სულმოუთმენლად ელის.

"მოხარული ვარ, რომ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ამ ეტაპზე გამოჯანმრთელების პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ კიდევ დროა საჭირო.

იმედი მაქვს, ჩემი დაბრუნება ძალიან ემოციური იქნება, ვინაიდან ერთი სული მაქვს ეს როდის მოხდება. ბუნდესლიგის საწყის ტურებში გუნდმა საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენა", - აღნიშნა 28 წლის გერმანელმა, რომელიც ტრავმებმა გააწამეს.

მარკო როისმა გერმანიის თასის ფინალში, ჯერ კიდევ მაისის ბოლოს, მუხლის ჯვარედინა მყესები გაიწყვიტა და დორტმუნდის "ბორუსიას" 8 თვით გამოაკლდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები