როგორ შეაფასა MARCA-მ მესის სეზონი? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

როგორ შეაფასა MARCA-მ მესის სეზონი?


როგორ შეაფასა MARCA-მ მესის სეზონი?

FIFA-მ იმ 3 ფეხბურთელის ვინაობა გამოამჟღავნა, რომლებიც წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.

სიაში ნეიმარი, მესი და რონალდუ მოხვდნენ.

ესპანურმა გამოცემამ MARCA-მ ლიონელ მესის გასული სეზონი შეაჯამა.

სიახლეში მოყვანილია ის ფაქტები, რომ არგენტინელი გასულ სეზონში ევროპის ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. ასევე, "რეალთან" "ბერნაბეუზე" გატანილი უმნიშვნელოვანესი გოლი.

ასევე, მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე 11 გოლი გაიტანა და რონალდუს მხოლოდ 1 ბურთით ჩამორჩა.

MARCA წერს, რომ ლეო ჯგუფური ეტაპის შემდეგ ანონიმურ ფიგურად იქცა და ლიდერობა ნეიმარმა შეითავსა.

ბოლოს კი სათაურად გამოცემამ ის შეარჩია, რომ მესი კოპა დელ რეის ბომბარდირი გახდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები