ანჩელოტი: "ჩვენმა მეორე მეკარემ შეცდომა დაუშვა, მაგრამ მაინც ცუდად ვითამაშეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ანჩელოტი: "ჩვენმა მეორე მეკარემ შეცდომა დაუშვა, მაგრამ მაინც ცუდად ვითამაშეთ"


ანჩელოტი:

ბუნდესლიგის მოქმედმა ჩემპიონმა მიუნხენის "ბაიერნმა" ქულები კიდევ ერთხელ დაკარგა. ამჯერად, მათ შინ "ვოლფსბურგთან" 2:2 ითამაშეს.

მატჩის შემდეგ კომენტარი რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გააკეთა.

"ამ შეხვედრაში ბაიერნმა ისე ვერ ითამაშა, როგორც სურდა. ჩვენმა მეორე მეკარემ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. სათანადოდ ვერ ვითამაშეთ.

ვოლფსბურგმა კი ეს ქულა დაიმსახურა. მათ ძალიან ბევრი იბრძოლეს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში და შედეგიც სახეზეა", - აცხადებს ანჩელოტი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები