კონტე დიეგო კოშტას წასვლას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კონტე დიეგო კოშტას წასვლას გამოეხმაურა


კონტე დიეგო კოშტას წასვლას გამოეხმაურა

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე დიეგო კოშტას "ატლეტიკოში" გადასვლას გამოეხმაურა.

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ესპანელი თავდამსხმელი მადრიდში დაბრუნდება და "ატლეტიკოს" შეუერთდება.

"მადლობას ვუხდი დიეგო კოშტას ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა და წარმატებებს ვუსურვებ მომავალში.

იყო თუ არა მისი გუნდიდან წასვლის მიზეზი მწვრთნელთან უთანხმოება? ძალიან გთხოვ, ახლა ამაზე ნუ ვისაუბრებთ", - აცხადებს კონტე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები