დიეგო კოშტა: "თუ როგორი პიროვნება ვარ, ჩელსის ქომაგებმა კარგად იციან" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დიეგო კოშტა: "თუ როგორი პიროვნება ვარ, ჩელსის ქომაგებმა კარგად იციან"


დიეგო კოშტა:

ლონდონის "ჩელსიდან" წასვლისა და "ატლეტიკოში" გადასვლის შემდეგ, ესპანელმა თავდამსხმელმა დიეგო კოშტამ კომენტარი გააკეთა.

"ჩელსიდან უკმაყოფილო და გაბრაზებული არ წამოვსულვარ. პირიქით, ამ გუნდში თამაშით ძალიან ბედნიერი ვიყავი.

ჩელსი მიყვარს, მაგრამ ატლეტიკო ჩემი სახლია. თუ როგორი პიროვნება ვარ, ჩელსის ქომაგებმა ეს ძალიან კარგად იციან და ისიც იციან, რომ მათი გუნდი მიყვარს", - აცხადებს კოშტა.

პრემიერ ლიგის გასულ სეზონში დიეგო კოშტამ 35 შეხვედრა ჩაატარა და 20 გოლიც გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები