მოურინიო: "მოედანზე 6 შემტევით გასვლა არ შემიძლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მოურინიო: "მოედანზე 6 შემტევით გასვლა არ შემიძლია"


მოურინიო:

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო თავისი გუნდის შემტევ პოტენციალზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას მოედანზე 6 შემტევით გასვლა არ შეუძლია.

"ამდროისთვის ჩემს გუნდში ძალიან ბევრია ისეთი მოთამაშე, რომელიც შეტევაში ბრწყინვალედ თამაშობს. თასზე ვიყენებთ რაშფორდს, მატას, მარსიალს და ლინგარდს. ისინი სათადარიგოთა სკამზე ჯდომას არ იმსახურებენ. თუმცა, ასევე გვყავს ლუკაკუ და მხითარიანი.

მე არ შემიძლია, რომ მოედანზე 6 შემტევით გავიდე. ასე რომ, გუნდის როტაცია თითქმის ყოველ ტურში მიწევს", - განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის დროით 18:00-ზე "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრად, "საუთჰემფტონის" წინააღმდეგ ითამაშებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები