ქართველი მწვრთნელი სტაჟირებას ბარსელონაში გაივლის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ქართველი მწვრთნელი სტაჟირებას ბარსელონაში გაივლის


ქართველი მწვრთნელი სტაჟირებას ბარსელონაში გაივლის

ქუთაისის ტორპედოს 17-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი რეზი კვერნაძე კატალონიის ბარსელონაში 10-დღიან სტაჟირებას გაივლის.

კვერნაძე ბარსელონაში 25 სექტემბერს გაემგზავრება და იქაური როგორც ასაკობრივი, ისე პირველი გუნდის თამაშებსა და ვარჯიშებს დაესწრება.

_ 10-დღიანი მოწვევით მივდივარ სტაჟირებაზე ბარსელონაში, სადაც 18, 20 და 22-წლამდე ასაკობრივი გუნდების მატჩებსა და ვარჯიშებს დავესწრები. გარდა ამისა, ბარსელონას მთავარი გუნდის ვარჯიშსაც დავესწრები. მიმიწვიეს სამწვრთნელო საქმიანობაში განათლების ასამაღლებლად და 10 დღის განმავლობაში იქნება სწავლა, თუ რა მეთოდით მუშაობენ ბარსელონაში. ამ ყველაფერს ბარსელონას გენერალური დირექტორი ბრაიდა არიედო ხელმძღვანელობს, _ აცხადებს კვერნაძე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები