ბაიერნმა 2011 წლის სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი სტარტი აიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბაიერნმა 2011 წლის სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი სტარტი აიღო


ბაიერნმა 2011 წლის სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი სტარტი აიღო

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის საწყისი 6 ტურის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნმა" მხოლოდ 13 ქულა დააგროვა, რაც ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგია.

ასეთი ცუდი დასაწყისი "რეკორდმაისტერს" ბოლოს 2010/11 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც გუნდს ლუი ვან გაალი ხელმძღვანელობდა. მაშინ მიუნხენელებმა პირველ 6 თამაშში მხოლოდ 8 ქულა მოიპოვეს და სეზონი საბოლოოდ მესამე პოზიციაზე დაასრულეს.

კარლო ანჩელოტის გუნდმა გუშინ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი "ვოლფსბურგი" მიიღო და მიუხედავად უღიმღამო თამაშისა პირველი ტაიმი მაინც 2:0 მოიგო. თუმცა "ბაიერნმა", სენსაციურად, მეორე ნახევარში უპირატესობა გაფლანგა, ფრედ 2:2 ითამაშა და საწყის 6 ტურში უკვე მე-5 ქულა დაკარგა.

ბუნდესლიგას დორტმუნდის "ბორუსია" 13 ქულით ლიდერობს და თუ დღეს საკუთარ მოედანზე მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" დაამარცხებს, "ბაიერნს" სამი ქულით გაუწრებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები