კოუტინიოს ტრანსფერის დეტალები: "შეწყვიტეთ ბრაზილიელის შეწუხება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კოუტინიოს ტრანსფერის დეტალები: "შეწყვიტეთ ბრაზილიელის შეწუხება"


კოუტინიოს ტრანსფერის დეტალები:

Football Leaks-მა კოუტინიოს ტრანსფერის ახალი დეტალები გამოაქვეყნა.

ცნობილია, რომ "ბარსელონა" მოლაპარაკებებს კლუბის გვერდის ავლით აწარმოებდა და მხოლოდ ფეხბურთელს ესაუბრებოდა.

კატალონიურ გუნდს 31 აგვისტოს 20-გვერდიანი ხელშეკრულება მზად ჰქონდა და ტრანსფერის გაოფიციალურებას ელოდებოდა.

ასევე, გამოცემა გუნდების წარმომადგენლების მეილების მიმოწერასაც აქვეყნებს.

"ლივერპულის" სპორტული დირექტორი მაიკლ ედვარდსი დაჟინებით უხსნიდა ესპანურ მხარეს, რომ კოუტინიო არ იყიდებოდა: "თავაზიანად მოგმართავთ, რომ შეწყვიტოთ კოუტინიოს შეწუხება სატრანსფერო თემაზე. არანაირი თანხის სანაცვლოდ მას არ გავუშვებთ."

ასევე, კატალონიური გუნდი 25 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს იხდიდა, დამატებით ბონუსური სისტემით 40 მილიონ ევროს.

რაც შეეხება ფეხბურთელს, ის 5-წლიან კონტრაქტს აფორმებდა და საერთო ჯამში ხელფასის სახით 115 მილიონ ევროს მიიღებდა.

საბოლოოდ, "ლივერპულმა" "ბარსელონას" 200 მილიონი ევრო მოსთხოვა. მათ კარგად იცოდნენ, რომ ესპანური მხარე ამხელა თანხას არ გადაიხდიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები