კონტე: "ქალიშვილი რომ გყავდეთ, ალვარო მორატას აუცილებლად მიათხოვებდით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კონტე: "ქალიშვილი რომ გყავდეთ, ალვარო მორატას აუცილებლად მიათხოვებდით"


კონტე:

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ალვარო მორატაზე სახალისო კომენტარი გააკეთა.

იტალიელი სპეციალისტი ესპანელი შემტევით აღფრთოვანებულია.

"მორატა მომწონს, რადგან სრულყოფილი ფეხბურთელია, თუმცა მას კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.

ვიტყოდი, რომ ესპანელი ტექნიკური მოთამაშეა და ფიზიკურადაც შესანიშნავ ფორმაშია. ასევე, ის ტაქტიკურადაც თამაშობს.

რაც შეეხება პირად ქცევებს, ის ზრდილობიანი ადამიანი და ზოგადად კარგი ბიჭია.

თუ ქალიშვილი გყავთ, ის იქნებოდა ადამიანი, რომელსაც დიდი სიამოვნებით მიათხოვებდით", - იხუმრა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის მორატამ ზაფხულში იქორწინა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები