ავტორიზაცია

პირლომ იდეალური მოთამაშე შეადგინა

პირლომ იდეალური მოთამაშე შეადგინა
თარიღი 05 Oct 2017, 18:28
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ანდრეა პირლომ, იდეალური მოთამაშის პროტოტიპი შეადგინა.

"ვფიქრობ, "ბარსელონას" ხავის ავიყვანდი, როგორც გონიერ ფეხბურთელს. მოედნის ხედვისთვის პირლოს, რადგან ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია!

გული - ჯენარო გატუზო, ძალა - იაპ სტამი. მარჯვენა ფეხი უდავოდ პირლოსი...მარცენა ფეხი ლეო მესის, რომელიც ახლა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა.

რაც შეეხება თმას, სავარაუდოდ ერნან კრესპო", - აღნიშნა "ნიუ-იორკ სიტის" ნახევარმცველმა.

38 წლის იტალიელი თავის დროზე მილანის "ინტერის" (1998-2001), "მილანისა" (2001-2011) და ტურინის "იუვენტუსის" (2011-2015) ღირსებებს იცავდა.