ნაინგოლანი: "რომა ნაადრევად გააკრიტიკეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნაინგოლანი: "რომა ნაადრევად გააკრიტიკეს"


ნაინგოლანი:

"რომას" ცენტრალური ნახევარმცველი, რაჟა ნაინგოლანი, მიიჩნევს, რომ რომაული კლუბი ნაადრევად გააკრიტიკეს.

"ეს თამაში კარგი ფეხბურთის წყალობით მოვიგეთ. რამდენიმე ასპექტში უკეთესი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ მთავარი მატჩის კონტროლი იყო. მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ.

მიმდინარე სეზონში ნაადრევად გაგვაკრიტიკეს. ჩვენ კარგად გამოვიყურებით და ნელ-ნელა ვპროგრესირებთ. ცოტა დროც მოგვეცით და ყველა ასპექტში მოვუმატებთ. შეგვიძლია, რომ ჩინებული წელიწადი ჩავატაროთ.

ახლა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე და "ყარაბახთან" თამაშზე ვფიქრობთ. აზერბაიჯანში აუცილებლად სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ", - აღნიშნა ბელგიელმა ცენტრმა.

იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში "მგლებმა" შინ "უდინეზე" 3:1 დაამარცხეს და ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა რაჟა ნაინგოლანი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები