Goal.Ge

5 მოთამაშე, რომლებსაც პრემიერ ლიგის ზედიზედ 17 ან მეტ სეზონში აქვთ გატანილი გოლი


5 მოთამაშე, რომლებსაც პრემიერ ლიგის ზედიზედ 17 ან მეტ სეზონში აქვთ გატანილი გოლი

საფეხბურთო საიტი Goal.Ge გთავაზობთ ბლოგს, სადაც გაეცნობით იმ მოთამაშეებს, რომლებსაც ინგლისის პრემიერ ლიგის ზედიზედ 17-ზე მეტ სეზონში აქვთ გოლები გატანილი.

რამენიმე ხნის წინ ეს მიღწევა "ბორნმუთის" ვეტერანმა თავდამსხმელმა, ჯერმეინ დეფომ მიითვალა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისელმა ფორვარდმა თავისი საფეხბურთო კარიერის გარკვეული ნაწილი ამერიკაში, MLS-ში გაატარა.

რაიან გიგზი

5 მოთამაშე, რომლებსაც პრემიერ ლიგის ზედიზედ 17 ან მეტ სეზონში აქვთ გატანილი გოლი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა მოთამაშემ მთელი თავისი კარიერა მხოლოდ და მხოლოდ "იუნაიტედში" გაატარა. ამპლუით ნახევარმცველისთვის და ზოგჯერ შემტევი ნახევარმცველისთვის გოლების გატანა წარმოუდგენელი საქმე ნამდვილად არ გახლდათ. რაიან გიგზმა თავისი კარიერის მანძილზე "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური 672 შეხვედრაში მოირგო, რომლებშიც მან საერთო ჯამში 114 გოლის გატანა შეძლო. გიგზმა პრემიერ ლიგის 21 სეზონში შეძლო გოლის გატანა და ამ შედეგით ის რეკორდსმენია.

უელსელი ნახევარმცველი პრემიერ ლიგის ყველ დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახლავთ. "მანჩესტერული" 34-წლიანი კარიერის განმავლობაში გიგზს ბევრი რთული მომენტიც ჰქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში მისი სახელი "წითელი ეშმაკების" ფანებს ყოველთვის ემახსოვრებათ და ისინი გიგზს ყოველთვის ლეგენდარულ მოთამაშესთან გააიგივებენ.

პოლ სქოულზი

5 მოთამაშე, რომლებსაც პრემიერ ლიგის ზედიზედ 17 ან მეტ სეზონში აქვთ გატანილი გოლი

კიდევ ერთი ინგლისელი ლეგენდა, რომელიც თავისი ყუმბარისებული დარტყმით იყო ცნობილი. სქოულზი რაიან გიგზის მსგავსად, მთელი კარიერის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა. "წითელი ეშმაკების" მაისურით პოლ სქოულზი სულ 107 გოლის ავტორი გახდა. სქოულზიც და გიგზიც იმ ნახევარმცველთა კატეგორიას განეკუთვნებიან, რომლებსაც პრემიერ ლიგაში საკმაოდ ბევრი გოლი აქვთ გატანილი.

ძალიან საინტერესო იყო სქოულზის დაბრუნება 2011-12 წლებში, როცა ინგლისელმა ლეგენდამ თავის გოლებს კიდევ 5 დაუმატა და ეს გახდა მისი მე-19 სეზონი, როცა მან პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში გოლის გაქვითვა მოახერხა.

ჯონ ტერი

5 მოთამაშე, რომლებსაც პრემიერ ლიგის ზედიზედ 17 ან მეტ სეზონში აქვთ გატანილი გოლი

მსგავს სიაში ცენტრალურ მცველს ალბათ არავინ ელოდა, თუმცა ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარული დამცველი, ჯონ ტერი ყოველთვის გამოირჩეოდა გოლების გატანით. ის განეკუთვნება ისეთი მცველების კატეგორიას, რომლებიც ბრწყინვალედ ერთვებიან შეტევებში და თავიანთი გუნდისთვის შეტევაშიც პროდუქტიულები არიან.

თითქმის არ ყოფილა სეზონი, რომელიც ტერის გოლის გარეშე დაუსრულებია. ყოფილა შემთხვევები, როცა ინგლისელი დამცველი 10-15 გოლზეც ასულა. ტერიმ კარიერა ლონდონის "ჩელსიში" დაიწყო, შემდეგ ერთწლიანი არენდით "ნოტინგემ ფორესტში" ასპარეზობდა. ამ ზაფხულს, ტერიმ გადაწყვიტა, რომ "ჩელსისთვის" საჭირო აღარ იქნებოდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით "ასტონ ვილას" შეუერთდა.

ჯერმეინ დეფო

5 მოთამაშე, რომლებსაც პრემიერ ლიგის ზედიზედ 17 ან მეტ სეზონში აქვთ გატანილი გოლი

როგორც უკვე მოგახსენეთ, დეფომ ამ ბრწყინვალე დამსახურებას სულ ახლახანს მიაღწია. ინგლისელმა ვეტერანმა ფორვარდმა "ბორნმუთის" მაისურით "ბრაიტონის" კარი დალაშქრა და ეს გამოდგა მისი მე-18 სეზონი პრემიერ ლიგაში, როცა ინგლისელმა მოთამაშემ გოლის გატანა მოახერხა.

დეფოს კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი ლონდონის "ტოტენჰემში" აქვს გატარებული. ის ლონდონური კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. საუკეთესო სეზონში დეფომ პრემიერ ლიგის ეგიდით 18 გოლის გატანა მოახერხა. დეფო ტიპური ცენტრფორვარდი არასდროს ყოფილა, თუმცა ის ყოველთვის ჩნდებოდა იქ, სადაც საჭირო იყო. გოლის ალღო არც ახლა აქვს ინგლისელს დაკარგული და მისგან პრემიერ ლიგაში მორიგ გოლებს კვლავ ელიან.

ფრენკ ლამპარდი

5 მოთამაშე, რომლებსაც პრემიერ ლიგის ზედიზედ 17 ან მეტ სეზონში აქვთ გატანილი გოლი

ინგლისური ფეხბურთის და მსოფლიოს ლეგენდა. ფრენკი რამდენიმე დღის წინ სტივენ ჯერარდთან ერთად ინგლისის დიდების დარბაზის წევრი გახდა და ოფიციალურად გახდა ლეგენდა. 

ფრენკმა კარიერა ლონდონურ "ვესტ ჰემში" დაიწყო და გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშე თავის თაობაში. ლონდონის "ჩელსის" და პრემიერ ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო ბობმარდირმა თავისი კარიერის ბოლოს "ნიუ იორკში" ითამაშა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ლონდონის "ჩელსიდან" წასვლის შემდეგ, მისი ხმაურიანი დაბრუნება მოხერხდა "მანჩესტერ სიტიში", რომლის რიგებშიც ფრენკმა სულ 6 გოლის გატანა მოახერხა და იმ გუნდებს შორის, რომლებსაც ინგლისელმა ლეგენდამ გაუტანა, "ჩელსიც" აღმოჩნდა...

ნიკა ნოზაძე, სპეციალურად Goal.Ge-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ვალვერდე: "0:0 სახიფათო ანგარიშია"

ჩემპიონთა ლიგის მატჩში, "ბარსელონა" "ლიონს" ესტუმრა და შეხვედრა 0:0 დასრულდა.

დღეს, 02:56

სუარესი: "ბარსელონაში კარიერის დასრულება რთული იქნება"

"ბარსელონას" შემტევმა, ლუის სუარესმა კარიერის დასრულებაზე ისაუბრა.

დღეს, 02:53

პსჟ ემირეითს ემშვიდობება, რადგან 50 მილიონი სურს

მომდევნო სეზონიდან "პარი სენ ჟერმენი" "ფლაი ემირეითსთან" ხელშეკრულებას წყვეტს.

დღეს, 02:49

ჩელსი ზიდანსა და ლამპარდს განიხილავს - Sky Sports

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Sky Sports წერს, რომ ლონდონის "ჩელსი" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს.

დღეს, 02:45

"ეს სამარცხვინო სიცრუეა", - იკარდის აგენტი

Gazzetta dello Sport გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაურო იკარდი კაპიტნის სამკლაურის ჩამორთმევის გამო გაბრაზებულია და თამაშს არ აპირებს.

დღეს, 02:42

ატლეტიკოსთან კოშტა და ხედირა არ იქნებიან

"იუვენტუსმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ "ატლეტიკოსთან" მატჩში გუნდს სამი ხედირა და დუგლას კოშტა დააკლდებიან.

დღეს, 02:39

ალეგრი: "ვუპირისპირდებით გუნდს, რომელსაც ევროპაში საკმაოდ კარგი მიღწევები აქვს"

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში "იუვენტუსი" "ატლეტიკოს" ესტუმრება.

დღეს, 02:37

ისტორიაში მეორედ - ლიგის ორივე მატჩი უგოლოდ დასრულდა

სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის, 1/8 ფინალური ეტაპის ორი დაპირისპირება გაიმართა.

დღეს, 02:16

20 დარტყმა და არც ერთი გოლი, ბარსელონამ ლიონი ვერ დაამარცხა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში, "ბარსელონა" "ლიონს" ესტუმრა და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

დღეს, 01:58

არასანახაობრივი ფრე ენფილდზე, ბაიერნმა და ლივერპულმა უგოლოდ დაასრულეს [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში, "ლივერპულმა" "ბაიერნი" მიიღო და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

დღეს, 01:55

ლიონი-ბარსელონა: შემადგენლობები ცნობილია

თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება ლიონის "ოლიმპიკისა" და "ბარსელონას" მატჩი. გთავაზობთ შემადგენლობებს.

გუშინ, 23:22

ლივერპული-ბაიერნი: შემადგენლობები ცნობილია

თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება "ლივერპულისა" და მიუნხენის "ბაიერნის" მატჩი. გთავაზობთ შემადგენლობებს.

გუშინ, 23:13

მალკომისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი გამოიკვეთა

"ბარსელონას" თავდამსხმელი, მალკომი შესაძლოა პრემიერ ლიგაში ვიხილოთ.

გუშინ, 20:22

მარსელომ რეალის სპორტულ დირექტორთან საკუთარი მომავალი განიხილა

"რეალის" მცველს "სამეფო კლუბის" სპორტულ დირექტორთან 1-საათიანი შეხვედრა ჰქონდა.

გუშინ, 20:17

ჩელსიმ სარის ულტიმატუმი წაუყენა - რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ იტალიელს?

მაურისიო სარის "ჩელსის" მწვრთნელის პოსტიდან წასვლა სულ უფრო და უფრო რეალური ხდება.

გუშინ, 20:12

ბარსელონას პრეზიდენტი: "ვინ შეცვლის მესის?"

ხოსეპ მარია ბართომეუმ საკმაოდ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

გუშინ, 20:08

რატომ არ წავიდა ბეილი გუნდის ვახშამზე? - კურტუა საინტერესო ისტორიას იხსენებს

"რეალის" მეკარემ, ტიბო კურტუამ აღნიშნა, რომ მადრიდში მისმა ადაპტაციამ შესანიშნავად ჩაიარა.

გუშინ, 19:58

ბართომეუს მორიგი განცხადება ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე მორიგი განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:50

იტალიური კლუბი, რომელიც 0:20 განადგურდა, სერია C-დან მოკვეთეს

კლუბი "პრო პიაჩენცა" იტალიის სერია C-დან მოკვეთეს.

გუშინ, 19:38

""ჩვენ გვიპირისპირდება ყველაზე უხერხული მეტოქე წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე", - კოვაჩი

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა "ლივერპულთან" მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

გუშინ, 17:06

დიბალა: "მესი თუ რონალდუ?"

ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა პაულო დიბალამ თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

გუშინ, 16:57

კეინის დაბრუნების დაახლოებითი თარიღი ცნობილი გახდა

"ESPN"-ის ცნობით, ორშაბათს ჰარი კეინმა გუნდთან ერთად ივარჯიშა.

გუშინ, 16:51

Marca: ესპანეთის სუპერთასი ოთხთა ტურნირი გახდება

"Marca"-ს ცნობით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია სუპერთასის ფორმატს ცვლის.

გუშინ, 16:41

ვარსკვლავები, რომლებმაც ლივერპულსა და ბაიერნში ითამაშეს

"ლივერპული" - "ბაიერნის" მატჩის წინ, გავიხსენოთ ყველა ის ფეხბურთელი, რომელმაც სხვადასხვა დროს ორივე გუნდის მაისური მოირგო.

გუშინ, 16:13

კლოპი: "დღევანდელ მატჩს ქომაგის რანგშიც სიამოვნებით დავესწრებოდი"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მიუნხენის "ბაიერნთან" მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

გუშინ, 15:53

ლიდსი მეტოქეზე ჯაშუშობის გამო 200 000 ფუნტით დააჯარიმეს

"ლიდს იუნაიტედი" 200 000 ფუნტით დააჯარიმეს იმის გამო, რომ...

გუშინ, 15:31

იკარდის ცოლმა ერთობლივი ფოტოები ბუხარში დაწვა - ფეხბურთელი თავისუფლებას იძენს?!

მაურო იკარდის მეუღლემ და აგენტმა ვანდა ნარამ ფეხბურთელთან განშორების შესახებ ჭორები ააგორა.

გუშინ, 14:28

1252 დღე გოლის გარეშე - სუარესი ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად გოლებს ვერ იტანს

ურუგვაელი ფორვარდი "ბარსელონას" ისტორიაში მეხუთე საუკეთესო ბომბარდირია, მაგრამ...

გუშინ, 13:52

ლუკა იოვიჩისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

"აინტრახტის" თავდამსხმელისთვის ერთბაშად რამდენიმე ევროპული გრანდი იბრძვის.

გუშინ, 13:46

ლივერპულთან მატჩის წინ, ვარჯიში ბაიერნის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ფეხბურთელმა გამოტოვა

"ბაიერნის" ნახევარმცველმა "ლივერპულთან" მატჩისწინა ვარჯიში გამოტოვა.

გუშინ, 13:37

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები