ლოკომოტივმა ჩიხურას მნიშვნელოვანი მატჩი მოუგო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლოკომოტივმა ჩიხურას მნიშვნელოვანი მატჩი მოუგო


ლოკომოტივმა ჩიხურას მნიშვნელოვანი მატჩი მოუგო

ლოკომოტივმა ისევ იოლად მოუგო ჩიხურას. გეხსომებათ, ამავე გუნდების შეხვედრა ამავე სტადიონზე 5:0 დასრულდა. თითქმის ანალოგიური განმეორდა ამჯერადაც. ამ შედეგს ორივე გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ერთმანეთს ევროსაგზურისთვის ეპაექრებიან.

გიორგი დევდარიანის ბიჭებმა თავიდანვე შეუტიეს მეტოქეს და ირაკლი სიხარულიძის დუბლით 22-ე წუთზე სოლიდური ჰანდიკაპი მიიღეს.

რკინიგზელები უფრო ყოჩაღად გამოიყურებოდნენ. ბურთს მშვენივრად აკონტროლებდნენ და პირველი ტაიმის შემდეგ ჩანდა, რომ მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

მხოლოდ მეორე ტაიმის დასაწყისში შეიქმნა მომენტი, როდესაც თევდორაძემ ორჯერ გადაარჩინა თავისიანები. თითქოს ჩიხურამ მოუმატა, მაგრამ სწორედ ამ დროს მიირეს გოლიდიასამისძგან, რომელიც მშვიდად მიუშვეს საჯარიმოს მისადგომებთან და მანაც ძლიერი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლოკომოტივი-ჩიხურა 3:0
თბილისი. მიხეილ მესხი 2
1:0, 2:0 სიხარულიძე (11, 22), 3:0 დიასამიძე (55)

ლოკომოტივი: თევდორაძე, სიხარულიძე, დიასამიძე (ანდრონიკაშვილი 75), გვალია, ღონღაძე, გოროზია (კიკაბიძე 65), არველაძე (გავაშელიშვილი 69), კობახიძე, რეხვიაშვილი, უბილავა, სამურკასოვი

ჩიხურა: ჰამზიჩი, თორ.გრიგალაშვილი, მირცხულავა, ფონიავა, განუგრავა (გორგიაშვილი 33), სარდალიშვილი (ივანიშვილი 64), კორიფაძე, ტატანაშვილი, ჩიკვაიძე (დეკანოიძე 26), დობროვოლსკი, კაშია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები