ქართველთა 4:2 _ ქვილითაიასთან ერთად და ხოჭოლავას გარეშე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ქართველთა 4:2 _ ქვილითაიასთან ერთად და ხოჭოლავას გარეშე


ქართველთა 4:2 _ ქვილითაიასთან ერთად და ხოჭოლავას გარეშე

ავსტრიის ბუნდესლიგაში მორიგი მატჩი მოიგო გიორგი ქვილითაიას რაპიდმა. ვენური გუნდი შინ ვოლფსბერგერს დაუხვდა 4:2 აჯობა.

ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა, როდესაც ანგარიში 2:1 იყო, მაგრამ დარჩენილ გოლებში მონაწილეობა არ მიუღია.

ამ დროისთვის რაპიდი 13 ქულით მე-4 ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგის მე-10 ტურში დონეცკის შახტარმა იგივე ანგარიშით, 4:2 სტუმრად მოუგო ზირკას.
დონეცკელთა განაცხადში მყოფი დავით ხოჭოლავა მოედანზე არ გასულა.

ამ მოგებით შახტარი პირველ ადგილზე 25 ქულითაა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები