დილამ საქმე გამოიკეთა და სამტრედიას დაუმძიმა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დილამ საქმე გამოიკეთა და სამტრედიას დაუმძიმა


დილამ საქმე გამოიკეთა და სამტრედიას დაუმძიმა

სამტრედიამ 11 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა, ხოლო დილამ კიდევ ერთხელ დააღწია თავი საპლეიაუტო ზონას.

მატჩის დასაწყისში დილა უფრო მომდომებული ჩანდა, ხოლო მათი შემტევი კირკიტაძე _ შეუჩერებელი. კირკიტაძეს ჯერ მცველებმა არ აცადეს გატანა, მაგრამ მალევე მის წინააღმდეგ უძლურნი გახდნენ. ნონიკაშვილის ფლანგური პასის შემდეგ კირკიტაძე მცველებს დაუსხლტა და მიგინეიშვილს გამოზომილი დარტყმით გაუტანა.

კირკიტაძის დიდი წვლილი იყო მეორე გოლშიც _ მან წამოიწყო გორელთა სწრაფი კონტრშეტევა და ნონიკაშვილი მოძებნა, რომელმაც გოლით დაასრულა.

გოლებს შორის მჭედლიშვილს შეეძლო გაქვითვა, როდესაც მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მუჯრიშვილს ვერ აჯობა.

32-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შემცირდა _ მანჯგალაძის კუთხურის შემდეგ, სანდოხაძემ თავური დარტყმით ანგარიში შეამცირა და ტაიმიც ასე მორჩა.

მეორე ტაიმი, პირველის მსგავსად, დილას შეტევებით დაიწყო და ფანცულაიას ორი მომენტი შეექმნა, მაგრამ ჯერ მცველებმა არ მისცეს გატანის საშუალება, შემდეგ _ მეკარემ.

73-ე წუთზე სამტრედიელთა საქმე დამძიმდა _ მჭედლიშვილი მოედნიდან იქნა გაძევებული და დილას ბოლომდე საქმის მიყვანა აღარ გასჭირვებია.

დილა-სამტრედია 2:1
გორი. თენგიზ ბურჯანაძე
1:0 კირკიტაძე (11), 2:0 ნონიკაშვილი (21), 2:1 სანდოხაძე (32)

დილა: მუჯრიშვილი, მაჩაიძე, რაზმაძე, წიქარიძე (პედრინიო 54), ნონიკაშვილი (ნუბიო 84), ფანცულაია (გოგატიშვილი 66), აბუბაკარი, კირკიტაძე, კვახაძე, მორასი, ძარია

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, კასრაძე (მთივლიშვილი 82), სანდოხაძე, გოგიაშვილი, ბალდე (მარკოზაშვილი 28, ოლაიტანი 69), მანჯგალაძე, დათუნაიშვილი, რაჟამაშვილი, გი, საბანაძე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები