ემერი: "როცა ნეიმარი ვერ ითამაშებს, უნდა იყოს ფეხბურთელი, რომელიც მას შეცვლის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ემერი: "როცა ნეიმარი ვერ ითამაშებს, უნდა იყოს ფეხბურთელი, რომელიც მას შეცვლის"


ემერი:

საფრანგეთის ჩემპიონატში "პსჟ"-მ "მონპელიეს" ვერ მოუგო და მიმდინარე სეზონში პირველი ქულებიც დაკარგა.

მატჩის შემდეგ კომენტარი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა იუნაი ემერიმ გააკეთა და ნეიმარზე ისაუბრა.

"ჯერჯერობით, ნეიმარის მდგომარეობა უცნობია და ისიც უცნობია, ითამაშებს თუ არა ის ბაიერნთან.

ვფიქრობ, გუნდში ყველა ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ნეიმარი ან სხვა ფეხბურთელი ვერ ითამაშებს. უნდა იყოს მოთამაშე, რომელიც მათ სათანადოდ შეცვლის.

მონპელიესთან მატჩს რაც შეეხება, არ ვამბობ იმას, რომ ნეიმარის ყოფნაში განსხვავებულად წარიმართებოდა მოვლენები", - აცხადებს ემერი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები