ინსინიე: "ნაპოლიმ რთული ბრძოლა გადაიტანა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინსინიე: "ნაპოლიმ რთული ბრძოლა გადაიტანა"


ინსინიე:

"ნაპოლის" შემტევმა ნახევარმცველმა, ლორენცო ინსინიემ, იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მე-6 ტურის შეხვედრა შეაფასა.

"სერიოზული ბრძოლა გადავიტანეთ, მაგრამ გამარჯვებით სიამოვნება მივიღეთ. უკეთ უნდა გვეთამაშა, მაგრამ "სპალმა" თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა და ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. თუმცა გამარჯვების ბოლომდე გვჯეროდა და ამას მივაღწიეთ კიდეც.

ვიცით, რომ ამ სეზონში დიდებული შედეგების მიღწევა შეგვიძლია. ასეთი მატჩების მოგება და კარგი გაკვეთილის მიღება მნიშვნელოვანი ფაქტორია", - აღნიშნა ინსინიემ.

გუშინ ნეაპოლური კლუბი სტუმრად ახალწვეულ "სპალს" დაუპირისპირდა და ძალიან სანახაობრივ შეხვედრაში 3:2 იმარჯვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი ლორენცო ინსინიე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები